მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ახალა შევდივართ ტურბულენტურ ზონაში და ამიტომ ღვედი კარგად უნდა შევიკრათ“ - დიმიტრი ხუნდაძე

„ჩვენ ახალა შევდივართ ტურბულენტურ ზონაში და ამიტომ ღვედი კარგად უნდა შევიკრათ“
1619205970
COVID-19

„ჩვენ ახალა შევდივართ ტურბულენტურ ზონაში და ამიტომ ღვედი კარგად უნდა შევიკრათ,“ - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ჩვენ ახალა შევდივართ ტურბულენტურ ზონაში და ამიტომ „ ღვედი“ კარგად უნდა შევიკრათ, რომ ხიფათი გვერდზე ჩამოვიტოვოთ. ჩვენი ღვედი არის პირბადის მოხმარება, ფიზიკური დისტანცირება და ვაქცინაცია.

ვაქცინაციის პროცესის შეფერხებები კი ვაქცინების სიახლემ განაპირობა.

მსოფლიოში ცირკულებს 8 ვაქცინა, მაგრამ დღეს ავტორიზაცია მიღებულია აქვს მხოლოდ 2, ეს არის „ასტრაზენეკა და „ ფაიზერი“ , - აღნიშნა ხუნდაძემ.

მისი თქმით, მესამე ადგილზე მსოფლიოში მოიხმარება 220 000 000 ჩინური წარმოების ვაქცინა.

„მსოფლიო ჯანდაცვის სისტემაში არის პოლიტიკური გავლენა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ ჩინურ ვაქცინას არ ააქვს ავტორიზაცია.

100% ვარ დარწმუნებული, რომ ჯანმო მისცემს ჩინურ ვაქცინას ავტორიზაციას.

ჩვენ მხოლოდ ამის იმედით არ ვართ, ეს დავასაწყობეთ იმისთვის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას.

ის რომ სისტემა არ არსებობს , ვაქცინაციის გეგმა არ არის და მიტოვებულია ხალხი ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, როცა რეალობას ცდები მაღალ პროფესიონალი სპეციალისტი უკვე აქ არის პოლიტიკური გავლენა და სწორედ ეს აზიანებს ამ სისტემას.

ექიმები უნდა უხსნიდნენ მოქალაქეებს და არწმუნებდნენ, რომ ვაქცინაცია არის ნაკლები რისკის შემცველი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 301535-ს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 284286-მა პაციენტმა შეძლო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ალბათობა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია“

👉 „ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს“

👉 ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა