მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა

მძიმე ან გარდაცვლილი პაციენტი
1619247168
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, შედეგად ლეტალური შემთხვევების რიცხვმა უკვე 4000-ს გადააჭარბა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილია 4007 ადამიანი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 302 785-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 284 749 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით, დღიური - 3,91%, ბოლო 14 დღის - 3,88%, ბოლო 7 დღის - 4,62%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ალბათობა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია“- ცერცვაძე

„ჩვენ ახალა შევდივართ ტურბულენტურ ზონაში და ამიტომ ღვედი კარგად უნდა შევიკრათ“ - დიმიტრი ხუნდაძე

კორონავირუსის კრიზისი - კაპილ სიბალი ინდოეთის პრემიერს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას სთხოვს