მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვირუსი ჩვენზე ჭკვიანია და როცა ორგანიზმში ერთ ბარიერს გადალახავს, შემდეგ უფრო ზედა ზღვარს იღებს“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი
1627389522
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ კორონავირუსი თავისი ბუნებით ცვალებადია და იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმპტომებით ვლინდება.

მისი თქმით, კორონავირუსი ადამიანზე ჭკვიანია.

„ვირუსი ჩვენზე ჭკვიანია და ის აკეთებს ასეთ რამეს, ჩაერთვება ეს ვირუსი ამ ბრძოლაში და ის ჩვენთან, ორგანიზმში, აწარმოებს უარყოფით პროცესებს, შლის იმუნურ სისტემას. როდესაც ერთ ბარიერს გადალახავს, უფრო ზედა ზღვარს იღებს.

მაგალითად შიდსის ვირუსი სტაბილურია და მუდმივად ერთგვარ დაზიანებას იწვევს და ეს ვირუსი კი აბსოლუტურად ცვალებადია. დღეს შეიძლება გამოვლინება დაიწყოს სურდოთი, მეორე შემთხვევაში შესაძლოა დაიწყოს აგრესიული ფორმით, მესამე შეიძლება დაიწყოს ხველებით, მეოთხე ფაღარათით და ა.შ. ახლა ნაცნობ სიმპტომებს დაემატა სურდო და აგრესიული ტემპერატურა“, - აღნიშნა დევი ტაბიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აშშ-ში აცრისთვის 8 კვირა ეძლევა ყველა ექიმს, აუცრელებს სამსახურიდან დაითხოვენ“ - ზურაბ გურული

👉 „3666 შემთხვევა ... შენ დაუკარ ... ჯარიმები გააუქმე, ქორწილები ამრავლე“ - ზაზა წერეთელი

👉 „ჩვილებს დელტა შტამმა ბევრად უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე წინა პერიოდში არსებულმა შტამებმა“ - მაია ჩხაიძე