მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3666 შემთხვევა ... შენ დაუკარ ... ჯარიმები გააუქმე, ქორწილები ამრავლე“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1627381444
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა კორონავირუსის ინფიცირების 27 ივლისის მაჩვენებელთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„3666 შემთხვევა...შენ დაუკარ...ჯარიმები გააუქმე, ქორწილები ამრავლე, ყველანი ბათუმში დასასვენებლად, აბა რა... ასე არ ჯობია... შვედეთი და გაერთიანებული სამეფოს მიერ პანდემიის მართვის ლიბერალური პრინციპებიც კი ისვენებს“, - წერს ზაზა წერეთელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1 335 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 407 689 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 731 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 376 088 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,68%, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,71%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჭრელო პეპელას ვარიანტია, 1 წელი მესმოდა რატომ არის შეზღუდვებიო?“ - პაატა იმნაძე

✅„1 თვე გახსნა ქვეყანა და შემდეგ გქონდეს სავალალო შედეგი, რომ დაიკეტოს და უამრავი ავადმყოფი გყავდეს, რა ეკონომიკურ მოგებაზე იქნება მერე საუბარი, ცოტა ძნელი სათქმელია“ - ზაზა წერეთელ

✅„დელტა შტამს გავუღეთ კარი და ვუთხარი, აი, მობრძანდი“ - ზაზა წერეთელი

✅განიხილავს თუ არა საბჭო მკაცრ ლოკდაუნს? - გამყრელიძის განმარტება