მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვილებს დელტა შტამმა ბევრად უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე წინა პერიოდში არსებულმა შტამებმა“ - მაია ჩხაიძე

ექიმი მაია ჩხაიძე
1627388540
COVID-19

ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ციციშვილის კლინიკაში მომართვიანობა ძალიან მაღალია და ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ადგილია დარჩენილი.

მაია ჩხაიძის თქმით, კლინიკას მხოლოდ 20 საწოლის დამატების საშუალება აქვს, რადგან მეტი რესურსი არ არის.

მისივე თქმით, დელტა შტამით გადამდებლობა 75%-ით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში არსებული შტამები.

„დღეს დილიდან იყო 88 პაციენტი, პერმანენტულად ხდება პაციენტების გაწერა, ყოველდღიურად 14-დან 16 პაციენტამდე ეწერება, მაგრამ ზუსტად 2 საათის განმავლობაში თავისუფალი ადგილები კვლავ ივსება. მომართვიანობა ძალიან მაღალია, ამ ეტაპზე 88 კოვიდინფიცირებული ბავშვი გვყავს და 60-მდე მშობელი.

ამ მოცემულობით თავისუფალი გვაქვს 2 ადგილი, თუმცა მე რომ თქვენთან ვსაუბრობ, შესაძლებელია სასწრაფომ პაციენტი მოიყვანოს. შეგვიძლია 20 საწოლის დამატება, მეტი რესურსი ჩვენთან არ არის.

ამჟამად ჩვილები არიან ძირითადად, რომლებიც წვანან რეანიმაციულ განყოფილებაში. მართალია, კრიტიკული მდგომარეობა არ არის, მაგრამ მათ უმეტესობას აქვს თანმხლები დაავადებები. შემთხვევების რაოდენობა გამოწვეულია დელტა შტამით. დელტა შტამით გადამდებლობა 75%-ით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში არსებული შტამები. დელტა შტამის ფორმით გავრცელებულმა ინფექციამ ბევრად უფრო მეტი ზიანი მიაყენა ჩვილებს, ვიდრე წინა პერიოდში არსებულმა“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამავე თემაზე:

✔️ „აშშ-ში აცრისთვის 8 კვირა ეძლევა ყველა ექიმს, აუცრელებს სამსახურიდან დაითხოვენ“ - ზურაბ გურული

✔️ „3666 შემთხვევა ... შენ დაუკარ ... ჯარიმები გააუქმე, ქორწილები ამრავლე“ - ზაზა წერეთელი

✔️ „ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცელი“ - ნანა გეგეჭკორი

✔️ ორსულების აცრა „ფაიზერით“ შეიძლება - პაატა იმნაძე