ეკონომიკა

მაჭავარიანი დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი

საქართველოს მთავრობამ გადადგა დროული და სწორი ნაბიჯები კოვიდ-19-ის ნეგატიური გავლენების მაქსიმალურად შესამცირებლად
13:58 ხუთ. 19 ნოემბერი
დაკოპირებულია

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 👇

როგორც მან აღნიშნა, 17 ნოემბრიდან ამოქმედდა სისტემა, რომლის შედეგადაც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური - თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

მისი თქმით, გაიწია მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა საბოლოოდ გასწორებული ყოფილიყო ბაზები, ასევე, დაიხვეწა რისკის პროგრამა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს პროცესი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, 2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან, დაუბრუნდა 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარამდე იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, დღევანდელი კონტექსტის, დღევანდელი საბიუჯეტო წნეხის გათვალისწინებით, რომელიც გამომდინარეობს შემოსავლების კლებიდან. ვფიქრობ, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ბიზნესსექტორი, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევა გვსურდა, რომ ყველანი უფრო მეტი ოპტიმიზმით აქტიურად შევუდგეთ იმ აღდგენის პროცესს, რომელიც 2021 წელს გველოდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔅 თურნავა: გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი ჩვენს სწორ გზას ასახავს

🔅 1 მლნ თანადაფინანსება - მთავრობის ახალი პროგრამა

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
როგორც სატელევიზიო ეთერში გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ლოკდაუნი“ კოვიდინფიცირებულების სწრაფი გამოვლენისა...
49 წუთის წინ
„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხან...
20:42
როგორც სატელევიზიო ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის გ...
20:17
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ეკონომიკას...
20:00
ჟურნალისტებთან განცხადება

ბექა ლილუაშვილი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავ...

მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი როგორც შეზღუდვების, ისე კომპენსაციების და ანტიკრიზისული პაკ...
მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია პარლა...
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დროულად დაიწყოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი. „ჩვ...
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პრო...
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებ...
დუბაის და თელ-ავივს შორის პირველი რეგულა...
ავიარეისი კომპანია FlyDubai-მ შეასრულა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ისრაელ...