მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანა დოლიძე: არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა

დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა.

„ასეთი რთული სურათი, გაყალბების თვალსაზრისით, არ მახსოვს. არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. თბილისში, ქალაქის ცენტრში, სკოლებსა და ბაგა-ბაღის შენობებში ხელისუფლებამ მართვადი ქაოსი შექმნა. 08:00 საათზე მივედი და რიგი დამხვდა.

ახლა ბიულეტენების დათვლა რომ დაიწყო, ხელმოწერები და ბიულეტენები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ბიულეტენები ჩაყარეს, ზოგან 30, ზოგან 60.

გადასატანი ყუთებით ხელისუფლება მოიგებს. როგორი ლუქი იყო, უადვილესად გასახსნელი“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ანა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამომრჩევლების 5%-იანი მხარდაჭერა აქვს

🔴 ცესკო: 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა

🔴 თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ მომავალზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს