მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამადაშვილი: ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები უნდა დაიწყოს

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„ხვალიდან მეორე ტურის დასრულებამდე პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ უნდა იქცეს“, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილი ამბობს, რომ ყველა ხმა არის დასაცავი.

„დღეს ყველა ხმაა დასაცავი, ხვალიდან კი, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები და მეორე ტურებისთვის მზადება. ვფიქრობ, რომ ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, როგორც 20 ივნისის შემდეგ. როგორც გპირდებოდით, დღეს გავიმარჯვეთ. ახლა, ეს გამარჯვება გასაფორმებელია“, - აცხადებს სამადაშვილი.

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 უდუმაშვილი: მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციას ვიწყებთ

🔴 ბოკერია: ამომრჩეველთა უმრავლესობამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი