მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თინა ბოკუჩავა: მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატები არ გვჭირდება

პარლამენტარი ჟურნალისტებთან 2019

„დღეს ყველა ოპოზიციური პარტია ვაწერთ ხელს, რომ არ ვცნობთ ლეგიტიმურად ამ არჩევნებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ახალი ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახალი ჩატარება.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„მოვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ის პარტიები, რომლებმაც გადავლახეთ ბარიერი, არ შევდივართ პარლამენტში. ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც უნდა გამოხატულიყო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა.

ცხადია მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატი არავის სჭირდება ამ ქვეყანაში. ეს ერთიანობა რაც ჩანს აქ არის მართლაც უპრეცედენტო. ეს გახდება გამარჯვების საფუძველი. ეს იქნება არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვება, ეს იქნება სიმართლის გამარჯვება“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში თინა ბოკუჩავამ.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„პატრიოტთა ალიანსი“ შაბათს აქციას აანონსებს

👉არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

👉მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ვერ ვბრუნდები