მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ბიძა: გვაინტერესებს, ვის შეიძლება გაეტყუებინა თამარი

გარდაცვლილი გოგონას ბიძა

„გვაინტერესებს, ვის შეიძლება გაეტყუებინა თამარი“,- ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს იმ ადგილთან შეხება არასდროს ჰქონია, სადაც მისი ცხედარი იპოვეს. უცხო მხარეში გადაადგილებას კი ყოველთვის ერიდებოდა.

ამასთან, კობა თამაზაშვილი ამბობს, 21-ე საუკუნეში მანქანის პოვნა არ უნდა გართულებულიყო.

„თამარი გაუჩინარდა შაბათს და ჩვენ იმდღესვე განვაცხადეთ. კვირას და ორშაბათს პოლიციის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ეს უნდობლობას და ეჭვს იწვევს. ამხელა დროში მანქანის მოძებნა არ უნდა გაჭიანურებულიყო, 21-ე საუკუნეა.

თამარს იმ მიდამოებში კომუნიკაცია არ ჰქონია, როგორც ჩვენ ვიცით, ნაცნობიც არ ჰყოლია. ძალიან მოულოდნელი იყო მისი იმ მიდამოებში გაუჩინარება.

გვაინტერესებს ვის შეიძლება გაეტყუებინა თამარი ამ მიდამოებში, იმიტომ რომ, ის იყო ძალიან ჭკვიანი, გაწონასწორებული და ალალბედზე, რისკის ქვეშ, მანქანით ასე უცხო მხარეში ვერ შეძლებდა გადაადგილებას“,- აცხადებს კობა თამაზაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.