მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 23 წლის გოგო, რომლის ცხედარიც თეთრწიყაროს ტყეში, მის კუთვნილ ავტომობილში იპოვეს, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

„ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია... ცუდ მდგომარეობაშია, არ ჩანს არაფერი, ისეთ ფერშია. ცუდი ფერი აქვს. რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ექსპერტები დაათვალიერებენ ჩემი თანდასწრებით“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, ნაპოვნია თუ არა მის მანქანაში მედიკამენტები, ადვოკატმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„რაღაცები არის“,- აღნიშნა კითხვის საპასუხოდ მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია, მათ შორის, როგორ აღმოჩნდა 23 წლის გოგო ავტომობილის უკანა სავარძელში.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ცხედარს მანქანიდან გადმოიყვანენ და ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.

5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

მანამდე, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტყეში მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფაქტს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურს უკავშირებენ და ამბობენ, რომ თამარი სამსახურიდან სახლში ხშირად აგრესიული ბრუნდებოდა.