მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: დაეშინებინათ ჩემი შვილი და ეცოცხლა

თეონა თამაზაშვილი, ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის გოგოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ მისი შვილი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით კომპრომატებს ფლობდა, თუმცა რომელ მაღალჩინოსნებზეა საუბარი, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„გვქონდა ეჭვი, რომ ბავშვმა ვიღაცის ფაილებში შეაღწია. ჯგუფური თუ იქნებოდა, ეს ვერ წარმომედგინა. 3 ამხელა გველეშაპი გაერთიანდა, რომ ერთი კაფანდარა გოგო მოტყუებით მოეშორებინათ. გაიტყუეს და ისე მოიშორეს, როცა შეეძლოთ დაეშინებინათ და უბრალოდ ეცოცხლა ჩემ შვილს. მინდა, რომ თამარი საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სიმბოლო გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, უკან არ დავიხევ“,- აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

თეონა თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ითხოვს შეხვედრას.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც. ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.