მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დამეხმარეთ ჩემი შვილის მკვლელების პოვნაში“- ბაჩალიაშვილის დედა პროგრამისტებს მიმართავს

თეონა თამაზაშვილი

23 წლის გოგოს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროგრამისტებს მოუწოდებს, მისი შვილის მკვლელების პოვნაში დაეხმარონ.

„პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა მოგიწოდებთ!!! გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები“,- წერს სოციალურ ქსელში თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც. ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.