მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალადობრივი მეთოდით ამ თემის მოგვარება მსხვერპლის გარეშე სრულიად გამორიცხულია“ - თავდამსხმელი

ტავდამსხმელების კადრი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია „მთავარ არხს“ საინფორმაციო გამოშვებაში ჩაერთო.

როგორც მან ჟურნალისტს თავდამსხმელის კარნახით უთხრა, არავინ დაშავდება, თუ ბანკის შენობაში სპეცრაზმი არ შევა და მათ ნახევარ მილიონ დოლარს ნაღდი ფულის სახით მისცემენ.

„მიცემული დრო ამოიწურა. არ არის პოლიტიკური საქმის გარჩევების დრო, რადგან ჩვენი სიცოცხლე დევს სასწორზე. ამ წუთას შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანის სიცოცხლე დამთავრდეს.

ძალადობრივი მეთოდით ამ თემის მოგვარება მსხვერპლის გარეშე სრულიად გამორიცხულია, მისცენ ამ ადამიანს ის, რასაც ითხოვს და გაუშვან აქედან“, - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ თავდამსხმელის კარნახით პირდაპირ ეთერში.

🔴 ინფორმაციისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელებს 20-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი. ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

აგრეთვე, აწიკითხეთ 👇

👉 საათნახევარში მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თავდამსხმელი მძევლების დახოცვით იმუქრება

👉 ზუგდიდში თავდამსხმელები ვერტმფრენს და ნახევარ მილიონს ითხოვენ