მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. 

გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ მიიღო.

არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ, ხოლო არასრულწლოვნებს ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებულმა პირებმა 19 წლის ფეხბურთელს ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს.

დაცვის მხარეს კი მიაჩნია, რომ სასამართლოს არ გააჩნია მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

შეგახსენებთ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა, 21 ივნისს, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპოვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებულები არიან, თუ რა ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოს“ - პროკურორი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე

🔴 პროკურორი: გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა

🔴 პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით