მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი თოფაძე: ჟვანიას ვუთხარი, 3-დან 4 წლამდე სასჯელს დავთანხმდებით, თუ ჭკუით მოიქცევით მეთქი

ქართველი ბიზნესმენი

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის სახით 3-დან 4 წლამდე პატიმრობას შესაძლოა ოჯახი დათანხმდეს.

როგორც მან „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, სასჯელის თაობაზე ბრალდებულის დედას ელაპარაკა.

„ვუთხარი ჟვანიას, დაწყნარდეს. ავუხსენი ერთხელ, მეორედ, 3-დან 4 წლამდე საჯელს ჩვენ დავთანხმდებით, თუ ჭკვიანად მოიქცევით მეთქი. კინაღამ მომიკლა შვილიშვილი მაგისმა შვილმა და პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ბუსა ჟვანიას ადვოკატი ირმა ჭკადუა მედიასთან აცხადებს, რომ დაცვის სტრატეგიისთვის საჭირო საქმის მასალები და მტკიცებულებები მზად აქვს.

როგორც ბარლდებულის დედა ნინო ჟვანია ამბობს, ბუსა ჟვანია საპატიმრო საკანში ვარჯიშითა და მეცადინეობით არის დაკავებული.

ინფორმაციისთვის, ბუსა ჟვანიას ბრალი ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება.

საქმეზე გამოძიება გამოძიება 19,108 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.