მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა საბანაძე: აქციაზე პოლიციას გაზი არ გამოუყენებია

საბანაძე განცხადებას აკეთებს

„ვრცელდება დეზინფორმაცია გაზთან დაკავშირებით, პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია“ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

საბანაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული
შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციას მონაწილეების წინააღმდეგ გაზი არ გამოუყენებია.

„ვრცელდება დეზინფორმაცია გაზთან დაკავშირებით. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია“,- განაცხადა კახა საბანაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ.

მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, სამართალდამცველები კი ამის შესაძლებლობას არ აძლევნენ. სწორედ ამიტომ აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.

📌 ინფორმაციისთვის, ოპოზიციიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას მართავენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს

👉 შსს-ს საგანგებო განცხადება ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით