მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-ს საგანგებო განცხადება ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს“. ამის შესახებ შსს-ს სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც უწყება ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნულია განცხადებაში..

📌 ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ.

📌 მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, სამართალდამცველები კი ამის შესაძლებლობას არ აძლევნენ. სწორედ ამიტომ აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.

📌 პოლიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესასვლელთან წყლის ჭავლი გამოიყენა, რადგან არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს.

📌 ინფორმაციისთვის, ოპოზიციიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას მართავენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა - ვიდეო

აქციის მონაწილეებისა და სასულიერო პირის დაპირისპირება