მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა პატარაია: იარაღის ჭერის მანერა და ჩაცმულობა პროფესიონალზე მეტყველებს

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ 20-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ლაშა პატარაიამ, უსაფრთხოების ექსპერტმა.

მისი თქმით, მედია, რომელიც ამბის გაშუქების ერთადერთი ფანჯარაა ერთგვარი სამიზნე ხდება და საუბარია კომუნიკაციის გათიშვაზე.

„მედიას სჭირდება მხარდაჭერა, რომ არ მოხდეს საფრთხეების ესკალაცია და თუ კი რაიმე მოხდება ეს არ უნდა დაბრალდეთ მათ“, - აღნიშნა ლაშა პატარაიამ.

უსაფრთხოების ექსპერტის თქმით, ასეთი ტიპის დანაშაული დაკავშირებულია გარკვეულ სპეცსამსახურებთან, ანუ ის წარმოადგენს სამხედრო ან პოლიციური კუთხით ყოფილ თანამშრომელს.

„სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები ძირითადად ხდება სამხედრო ან პოლიციური კუთხით ყოფილ თანამშრომლის მიერ.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა. მან ჩაასწორა ფრაზა „გამტაცებელი“ ეს კი ჩემთვის მანიშნებელი იყო, რომ მას ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს“, - დასძინა ექსპერტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მისი თქმით, იარაღის ჭერის მანერა და ჩაცმულობა ამაზე მეტყველებს და ფაქტია, რომ საქმე გვაქვს პროფესიონალთან.

„მან კარგად იცის იარაღის მოხმარება, გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. თოფის შესახებ და სურათზე იხილეს შაშხანა. პირველ გასროლაში მონაწილეობდა ე.წ. აბრეზის ტიპის გადაჭრილი სანადირო თოფი.

მას რამდენიმე ტიპის იარაღი გააჩნია. საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც შეიარაღებულია მსხვილი კალიბრის იარაღით და ამ შემთხვევაში სტანდარტული პოლიციური მოქმედებები ვერ გაჭრიდა, ამიტომაც ადგილზე მოხდა სპეცრაზმის მობილიზება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დაახლოებით 4 საათზე მეტია, რაც სპეცრაზმი ადგილზე იმყოფება.

აგრეთვე, წაიკითხეთ 👇

👉 „ძალადობრივი მეთოდით ამ თემის მოგვარება მსხვერპლის გარეშე სრულიად გამორიცხულია“ - თავდამსხმელი

👉 საათნახევარში მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თავდამსხმელი მძევლების დახოცვით იმუქრება