მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები არ აქვს

კრიმინალური პოლიციის უფროსი

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება. ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცხედრის აღმოჩენისას ჩატარებული დათვალიერებით გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

„პირველადი დათვალიერებით, ცხედარს მექანიკური დაზიანებები, როგორიცაა ცივი იარაღითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, არ აქვს“, - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

მისი განცხადებით, დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსია აეჭვებს.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა გუშინვე, 22 ივლისს ჩაუტარდა. დღეს, 23 ივლისს, ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.