მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს

23 წლის გაუჩინარებული გოგო, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძიების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

23 წლის გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

ბაჩალიაშვილის საცხოვრებელ სახლში იმყოფებიან მისი ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები.

ცნობისთვის, 18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

22 ივლისს, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტყეში მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფაქტს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურს უკავშირებენ და ამბობენ, რომ თამარი სამსახურიდან სახლში ხშირად აგრესიული ბრუნდებოდა.

ბაჩალიაშვილის ცხედარი პროზექტურაში 22 ივლისს გადაასვენეს.

23 წლის გარდაცვლილი გოგოს მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი თავისი შვილის თვითმკვლელობის ფაქტს გამორიცხავს.

ასევე, 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს.