მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილ სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

არ გადაკვეთო

ოფისში, სადაც გარდაცვლილი 23 წლის გოგო, თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ოფისში არსებული კომპიუტერების ამოღებას ვახდენთ“,- აღნიშნა გამომძიებელმა.

5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. კომენტარი გააკეთა გარდაცვლილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შვილი სამსახურიდან აგრესიული ბრუნდებოდა.

არსებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგი“-ში მუშაობდა.