მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. 

საქალაქო სასამართლომ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

„პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უკვე ჩაბარებულია სასამართლოში. დაველოდებით სასამართლოს სხდომას, რომელზეც ყველასთვის ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება. 24-საათიანი ვადა აქვს სასამართლოს, შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება იყოს ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“, – აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორი კი წინააღმდეგი იყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „არ დავანებებთ მელიას, დიდხანს მოუწევთ გამძლების ომის თამაში“ - ირაკლი ოქრუაშვილი

✔️ იან კელი: საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა