მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ დავანებებთ მელიას, დიდხანს მოუწევთ გამძლების ომის თამაში“ - ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლოდერი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მისი ლიდერების დაკავებას აღარ შეეგუება. მისი თქმით, ნიკა მელიას პარტიები ფიზიკურად დაიცავენ. 

„დაჭერას არ ვუშვებ როგორც მინიმუმ ერთი რამის გამო. შარშანწინ მე და შარშან გიგი უგულავა ჩვენი ფეხით წავედით პოლიციაში და ჩავსხედით. ჩამოვედი საქართველოში და ჩავჯექი ციხეში. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება.

ახლა ასე აღარ ვაპირებთ. მარცხენა ლოყაში რომ გაგვარტყამენ სილას, მარჯვენას აღარ მივუშვერთ. კანონთან და სამართალთან საქმე აღარ გვაქვს. არ დავანებეთ მელიას. დღეს თუ უგულავა იყო იქ, ხვალ ჩემი რიგი იქნება და ა.შ. დიდხანს მოუწევთ ჩვენთან გაძლების ომის თამაში. შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობა დაგვეწევა, იქნებ ივანიშვილიც გონს მოეგოს, ყოველ შემთხვევაში, აღარ იქნება ისე, როგორც ადრე იყო“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

როგორც მან განმარტა მოვლენების განვითარების სამი სცენარი არსებობს. ერთი არის ანონიმი პირის მიერ გირაოს თანხის გადახდა, მეორე მოსამართლე საქმეს უბრალოდ არ განიხილავს და თაროზე შემოდებს და მესამე, მოსამართლე არ დაეთანხმება პროკურატურის მოთხოვნას და ხელისუფლება იტყვის, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები მის მხარდასაჭერად მივიდნენ.

ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოში უკვე ჩაბარებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ანზორ მელია: ნიკას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მეამაყება

ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ ჩიხიდან დამარცხებული გამოვა

გიგა ბოკერია: იმედი მაქვს უკიდურეს უტიფრობას არ ჩაიდენენ და მელიას არ დაიჭერენ