მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე: მთავარია, რომ აღსრულდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი - დააკავეს ნიკანორ მელია, რომელიც დიდი ნაბიჯებით სრულიად შეგნებულად მიდიოდა ასეთი ფინალისკენ

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge

„რაც არ უნდა დაწერონ და თქვან აქ, ჩემთვის მთავარია რომ აღსრულდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი - კანონზე მაღლა არ დგას არავინ და მის წინაშე ყველა თანასწორია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

„დააკავეს ნიკანორ მელია, რომელიც დიდი ნაბიჯებით სრულიად შეგნებულად მიდიოდა ასეთი ფინალისკენ. რაც არ უნდა დაწერონ და თქვან აქ, ჩემთვის მთავარია რომ აღსრულდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი - კანონზე მაღლა არ დგას არავინ და მის წინაშე ყველა თანასწორია“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

👉 ინფორმაციისთვის, 23 თებერვალს, 07:30 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მათ მალე სპეცრაზმი, სახანძრო და სამაშველო ჯგუფები შეუერთდნენ.

👉 სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ.

👉 სამართალდამცველებმა, დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

👉 ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

რას აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი?

პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრს მადლობა გადაუხადა

როგორ მიმართავდა ნიკა მელია სამართალდამცველებს დაკავებამდე - ვიდეო

აშშ: დღეს საქართველომ უკან დაიხია