მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ  სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად“- გიორგი კონდახიშვილი

ნიკა მელიას ადვოკატი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ  სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად.

„სააპელაციო სასამართლოში 72 საათის განმავლობაში ველოდებით საკითხის გადაწყვეტას, ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს პატიმრობის გადაწყვეტილება. ნათელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება არა სასამართლოში, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ.

იურისტთა ჯგუფი ვმუშაობთ ამაზე და ყველა არსებულ სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა ნათელი გავხადოთ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მას არა აქვს სამართლებრივი საფუძველი. არაა გამორიცხული, რომ ევროსასამართლოში იყოს გასაჩივრებული “- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისათვის, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ.

სამართალდამცველებმა, დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან ამ დრომდე რჩებიან.

იხილეთ აგრეთვე:

ნიკა მელიას დაკავება გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე დღეში მოხდა - Reuters

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ დემოკრატიისათვის ბრძოლა არ იქნება იოლი

აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე