მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

უკრაინაში სამხედრო დაიჭრა

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

9 აპრილის განმავლობაში რეგიონში "ბოევიკების" მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან კვლავ გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და ავტომატური იარაღი. ცეცხლი გახსნილი იყო როგორც დონეცკის, ასევე ლუგანსკის რაიონებში.

ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს დამკვირვებლებს ეცნობა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. ექსპერტები ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას არ გამორიცხავენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რაძიხოვსკი: უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი დიდი ძალით კბილებში მოგვცხებდა

🔅 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები