მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაძიხოვსკი: უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი დიდი ძალით კბილებში მოგვცხებდა

რაძიხოვსკი უკრაინაზე

„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი ჩვენ კბილებში სრული ძალით მოგვცხებდა“.  ამის შესახებ რუსმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ლეონიდ რაძიხოვსკიმ realnoevremya.ru-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

რაძიხოვსკის მიაჩნია, რომ არც უკრაინის ინტერესებში და შესაძლებლობებში არ შედის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ძალით აღება, რადგანაც ეს კონფლიქტში რუსეთის ჩარევას გამოიწვევს, ასევე, რუსეთს არ აწყობს ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინაში, რადგანაც ეს დასავლეთის ძალზე მტკივნეულ სანქციებს გამოიწვევს.

„დღევანდელი სიტუაცია 2014 წელს განსხვავდება, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა. მაშინ მოსკოვს და დასავლეთს შორის ისეთი ცუდი ურთიერთობები არ იყო, როგორც ახლა. დღეს კი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი უდავოდ გათიშავდა რუსეთს SWIFT-ის სისტემისგან, „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტი, რომელშიც რუსეთმა მილიონები ჩადო, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდებოდა, შესაძლოა, პრობლემები შექმნოდა საგარეო ვალის მომსახურებას, აკრძალულიყო რუსული ნავთობის და გაზის ექსპორტიც კი.

რუსეთისთვის ეს ყველაფერი კატასტროფას ნიშნავდა. მზად იყო პუტინი და მისი გარემოცვა ამისთვის? არა მგონია. ყირიმისნაირი სიტუაციის გამეორება დღეს შეუძლებელია. ეს ერთხელ მოხდა და მაშინ პუტინს გამოუვიდა. მაგრამ ყირიმის ანექსია უბრძოლველად განხორციელდა, რაც დღევანდელ მდგომარეობაში წარმოუდგენელია. 2014 წელს უკრაინას დანგრეული ჯარის ნარჩენები ჰყავდა. დღეს კი ეს უკვე სრულფასოვანი ჯარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ამერიკული, არც თურქული არმია, მაგრამ მაინც არმიაა. და 42-მილიონიან ქვეყანასთან ბრძოლა რუსეთისთვის მარტივი არ არის. არც უკრაინის მოსახლეობა შეხვდება რუსეთის ჯარს როგორც გამანთავისუფლებელს. ეს კარგად ესმით მოსკოვში. ასე რომ ვფიქრობ, დაძაბულობა იქ შენარჩუნდება, მაგრამ ამის იქით საქმე არ წავა“ - აცხადებს ექსპერტი.

„დონბასთან დაკავშირებით ბოლო დროს რუსეთ უკრაინის ურთიერთობებში გარკვეული წონასწორობა არსებობს. დონეცკის და ლუგანსკი „რესპუბლიკებს“ და უკრაინას შორის ზავის ხაზი ამ წონასწორობის საზღვარია. ამ დაპირისპირების გარშემო ბოლო დღეებში პიარ-თამაში მიდის, მაგრამ რეალურად მისი დარღვევის არც შესაძლებლობა და არც სურვილი არც ერთ მხარეს არ აქვს“ - აცხადებს რაძიხოვსკი.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

🔅 აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა