მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ერთი სამხედრო დაიღუპა უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს. ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

11-ჯერ მოწინააღმდეგემ ცეცხლი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით გახსნა. 2-ჯერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიბომბა, ხოლო ერთხელ სეპარატისტებმა ნაღმების დისტანციური დაგება განახორციელეს. ასევე, მათ საფორტიფიკაციო ნაგებობები გაამაგრეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური იარაღიდან.

ცეცხლი პრორუსმა "ბოევიკებმა" როგორც ლუგანსკის, ასევე დონეცკის რაიონებში გახსნეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

9 აპრილის 7.00 საათის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლი არ გახსნილა.

ამავე თემაზე:

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

„ესკალაცია უკრაინისთვის შესაძლოა, „დასასრულის დასაწყისი“ იყოს“ - დიმიტრი კოზაკი