მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ესკალაცია უკრაინისთვის შესაძლოა, „დასასრულის დასაწყისი“ იყოს“ - დიმიტრი კოზაკი

„ესკალაცია უკრაინისთვის შესაძლოა, „დასასრულის დასაწყისი“ იყოს“

თუ უკრაინა დაიწყებს  შეტევას სეპარატისტებზე, მოსკოვი ჩაერევა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულენოვანი მცხოვრებლების დასახმარებლად, - ამის შესახებ BBC მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. 

დიმიტრი კოზაკმა განაცხადა, რომ რუსულ ძალებს შეეძლებათ ჩაერიონ თავიანთი მოქალაქეების დასაცავად.

„ყველაფერი დამოკიდებულია მასშტაბზე. ესკალაცია უკრაინისთვის შესაძლოა, „დასასრულის დასაწყისი“ იყოს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დიმიტრი კოზაკი.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

👉 „აშშ ცდილობს მოსკოვს დაანახოს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „გამოვხატე სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებზე“- იენს სტოლტენბერგი