მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზი ოპოზიციონერი პოზნერს ოკუპირებულ რეგიონში იწვევს

ადგარ არძინბა

აფხაზი ოპოზიციონერი, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა რუს ჟურნალისტს ვლადიმირ პოზნერს ოკუპირებულ რეგიონში იწვევს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

„ის, რაც ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის გარშემო საქართველოში მოხდა, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დაშორდა ეს კავკასიური რესპუბლიკა საკუთარ კულტურას და დაუახლოვდა ჩვენთვის მიუღებელ დასავლურ ფასეულობებს. სტუმართმოყვარეობა და ხელგაშლილი მიღება - არის ტრადიციები, რომლებიც კავკასიელს სისხლში აქვს, რომლებიც ყოველთვის იქნება აქტუალური და ამას უდიდესი კულტურული ფასეულობა აქვს. კავკასიელი მოსისხლე მტერსაც კი არ შეეხება საკუთარ სახლში. ამაში უდიდესი სიბრძნეა. მაგრამ ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები ათწლეულების მანძილზე უარს ამბობენ საკუთარ იდენტობაზე და ახლაც საკუთარი თავი სრულად გამოაჩინეს“ - განაცხადა არძინბამ.

არძინბა ამბობს, რომ აფხაზეთში პოზნერს ნამდვილ კავკასიურ კულტურასა და სტუმართმოყვარეობას აჩვენებენ“.

ცნობისთვის, თბილისში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს პროტესტი მისი განცხადების გამო მოჰყვა. პოზნერმა 2010 წელს 2008 წლის ომის კომენტირებისას განაცხადა, რომ "აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი“.

იხილეთ აგრეთვე:

📌 დუმის სპიკერი: რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა სახიფათოა

📌 „პოზნერს, ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა საქართველოში შემოსულიყო“ - მდინარაძე