მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუმის სპიკერი: რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა სახიფათოა

დუმას სპიკერი

„ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით თბილისში მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა, რომ რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას“,- ეს განცხადება დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია რუსი ჟურნალისტის მიერ ადრე გაკეთებულმა განცხადებებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. მისი ვიზიტი კი აპოლიტიკური იყო.

„მან თავად აღნიშნა, რომ ის საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და არა პოლიტიკაზე სასაუბროდ. პოზნერის თბილისში მოგზაურობის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა ღრმა კრიზისია საქართველოში. რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შიდა პოლიტიკას დღეს, და ეს, რა თქმა უნდა, კარგს ვერაფერს გამოიწვევს“,- წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი საკუთარ ტელეგრამის გვერდზე.

ვოლოდინმა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე და ტურიზმის განვითარებაზე.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ანადგურებს საქართველოს. ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნა”,- განაცხადა მან.

რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დაბადების დღის აღსანიშნად, თანმხლებ პირებთან ერთად, გუშინ ჩამოვიდა.

მათ ვიზიტს საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და ბათუმში - აქტივისტები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რუსეთიზაციას ცდილობს. ისინი ოკუპაციის შესახებ კანონისა და დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დღეს დილით დატოვეს.

ამავე თემაზე:

📌„ის იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე“ - ფრიდონ ინჯია პოზნერის ვიზიტზე

📌„პოზნერს, ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა საქართველოში შემოსულიყო“ - მდინარაძე