მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოზნერს, ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა საქართველოში შემოსულიყო“ - მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში 2019

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს კოვიდრეგულაციების დაცვით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში უფლება ჰქონდა საქართველოში შემოსულიყო.

როგორც ბრიფინგზე მდინარაძემ აღნიშნა, ამავდროულად რა მომენტშიც, სტუმრების თუ მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდშეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველას.

„პოზნერი საქართველოში ჩამოსული იყო ტურისტული ვიზიტით აშშ-ის პასპორტით და კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით, მას არ ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, შესაბამისად მას ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს უფლება ჰქონდა კოვიდრეგულაციების დაცვით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შემოსულიყო საქართველოში.

ამავდროულად რა მომენტშიც, სტუმრების თუ მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდშეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველას.

შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ აქტივი და აქტივისტები და მათი ლიდერები მის განდევნას არა კანონის დარღვევის, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული, პირველ რიგში ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მოსაზრებების გამო ითხოვს.

ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად „ნაცმოძრაობის“ მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიონისი შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

უნდა ვიმსჯელოთ უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციამ დღეს მთავარ სპიკერად ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ კანდელაკი აირჩია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ეს ხდებოდა აგვისტოს ომიდან 2 თვეში.

დასაფიქრებელია ასევე რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა სიის პირველი ნომრის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადფაც ქართველი ახალგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანია.

უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში პუტინთან ერთად „პაკლონაია გარაზე“ მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის . ვიმსჯელოთ უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება კაგებეს სამჭედლოში მგიმოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის. თუ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ, მაშინ კი ბატონო შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

მისი ვიზიტი და სასტუმრო „ვინოტელში“ ვახშამი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს.

პროტესტის გამო, რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო „ვინოტელი“ დატოვეს (ვიდეო)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔻 „ვლადიმერ პოზნერს არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔻 სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ - ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობას