მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში აქცია იმართება - თალიბანმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა (ვიდეო)

ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში აქცია იმართება - თალიბანმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა

ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში საპროტესტო აქცია იმართება.

დაჯგუფება თალიბანის წევრებმა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში საპროტესტო აქციის წევრების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

როგორც ალ-ჯაზირა იუწყება, აქცია ეროვნული დროშის მხარდასაჭერი იყო.

ადგილობრივები აპროტესტებდნენ, რომ თალიბები ავღანეთის დროშებს შენობებიდან ხსნიან და თალიბანის დროშით ანაცვლებენ. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მარში მოაწყვეს.

ალ-ჯაზირას ინფორმაციით, სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

ცნობისთვის, მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ეროვნული დროში შეცვლას აპირებს.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

👉 „სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად სჯობდა ქვეყნიდან წასვლა“