მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად სჯობდა ქვეყნიდან წასვლა“ - აშრაფ ღანი

„სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად სჯობდა ქვეყნიდან წასვლა“

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ქვეყნის დატოვების მიზეზს განმარტავს. მისი თმით, მან ეს გადაწყვეტილება სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

„დღეს რთული არჩევანის წინაშე დავდექი - დავრჩე შეიარაღებული თალიბების წინ, რომლებსაც სასახლის აღება უნდათ, თუ დავტოვო ძვირფასი ქვეყანა, რომლის დაცვასაც ბოლო ოცი წელი მივუძღვენი. თუ არ შევაჩერებდი, უამრავი პატრიოტი დაიტანჯებოდა, ქაბული განადგურდებოდა, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა ამ ექვს მილიონიან ქალაქში.

თალიბები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ მთელ ქაბულს და ხალხს. სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად, სჯობდა აქედან წასვლა“, - წერს ფეისბუკზე აშრაფ ღანი.

ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია. არსებული საფრთხის გამო, აშშ-მა საკუთარი საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, რომელთა უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს„თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე შეტევა დაიწყო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

👉 თალიბანი ავღანეთის სათავეში დაბრუნდა

👉 „სახელმწიფო ძალებმა ქვეყანა ვერ დაიცვეს“

👉 ქაბულში კომენდანტის საათი გამოცხადდა