მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარე ენგურში მეოთხე პირის ცხედარი იპოვეს

მაშველი

ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისას დაღუპული მეოთხე პირის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ცხედარი მაშველებმა სოფელ ორსანტიაში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა 11 კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მძიმე სოციალური პირობების გამო ცდილობდა.

მათგან 3-ის ცხედარი მაშველებმა მდინარე ენგურში რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ენგურჰესი ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო

სუს-ი: მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი