მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ელოდებიან

ვაქცინაცია აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ელოდებიან. ამის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ განაცხადა. ინფორმაციას apsadgil.info ავრცელებს. 

„ვფიქრობ, რომ ვაქცინას უახლოეს მომავალში, თებერვლის ბოლომდე მივიღებთ“ - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

მისი თქმით, რეგიონში რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ V” და „ეპივაკკორონას“ ელოდებიან. წახნაკია ამბობს, რომ ვაქცინა სოხუმში ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩავა.

პირველ ეტაპზე 10 ათასი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება. ამ ეტაპზე აცრას სამედიცინო სფეროს მუშაკებს და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს გაუკეთებენ.

რაც შეეხება მოსახლეობის სხვა კატეგორიას, ამაზე. ე.წ. მინისტრის თქმით, „მუშაობა გაგრძელდება“.

იხილეთ აგრეთვე:

უნდა ჩაერთოს თუ არა კერძო სექტორი კოვიდვაქცინის შემოტანაში? - გამყრელიძის განმარტება

სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს