მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნდა ჩაერთოს თუ არა კერძო სექტორი კოვიდვაქცინის შემოტანაში? - გამყრელიძის განმარტება

გამყრელიძე ამირან
1612861849
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კერძო სექტორის მიერ კოვიდვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე საუბრობს. 

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა,სახელმწიფოს დადებითი პოზიცია ექნება იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორი ქვეყანაში ვაქცინას შემოიტანს.

თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლები ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე კერძო სექტორს არ ესაუბრებიან.

„ძალიან დადებითად უყურებს თუ კერძო სექტორი ვაქცინაციაში ჩაერთვება. ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან, მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ვაქცინაციის პროცესში თითქმის 97-98% მთლიანად ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინაციისა სახელმწიფოს ხარჯზე მოდის, ვგულისხმობ რუტინულ ვაქცინაციას.

ანუ ყველა ვაქცინა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რაც შემოდის, არის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით 2-3 ვაქცინის შემოტანაში და ძირითადად ეს არის გრიპის ვაქცინა.

წელს მაგალითად, სახელმწიფომ იყიდა 235 ათასი გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა ალბათ, 40-დან 50 ათასამდე. წელს ჩვენ გრიპზე გვქონდა ყველაზე მაღალი მოცვის მაჩვენებელი. კერძო სექტორი მონაწილეობს გრიპის და თუ არ ვცდები ერთი თუ ორი ვაქცინის შემოტანაზე, რაც მინიმალურია.

რაც შეეხება კოვიდვაქცინას, პირიქით ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ აქვთ საშუალება კი, მაგრამ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.

ჩემი პირადი შეხედულებაა და გათვლები, რომ ეს დაახლოებით დაიწყება მაისი-ივნისის შემდეგ, კერძო გააქტივება. არავინ ხელს არ უშლის, პირიქით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 254 916 და გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ქვეყანა სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს“ - გამყრელიძე

✔️ თამარ გაბუნია: ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინის გაკეთება მაინც სჭირდებათ