მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენება დაუშვეს

აფხაზური საბანკო ბარათები

ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენება თურქეთში დაუშვეს. საუბარია „აპრა World“-ის საბანკო ბარათებზე. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ბარათის გამოყენება თურქულ ბანკებში «Is Bank» და «Ziraat Bank»-ში იქნება შესაძლებელი. «Is Bank»-ს თურქეთის ტერიტორიაზე 6 500 ბანკომატი და საბანკო ბარათების განაღდების 400 000 ადგილი გააჩნია. «Ziraat Bank»-ის ტერმინალური ქსელი 7 200 ბანკომატს და თანხის განაღდების 500 000 ადგილს მოიცავს.

ამ დროისთვის „აპრა World"-ის საბანკო ბარათები რუსეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, სომხეთის და ახლა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინით აცრას თებერვალში დაიწყებენ

🔆 „შერიგების შენება ახალგაზრდობასთან ერთად იწყება“ - დიეგო კალასი ოკუპირებულ აფხაზეთზე