მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩევნები გერმანიაში - ეგზიტპოლების თანახმად ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და მემარცხენე სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ

არჩევნები გერმანიაში

გერმანიაში დღეს ფედერაციული არჩევნები ჩატარდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ეგზიტპოლებზე დაფუძნებული პროგნოზები ცხადყოფს, რომ გერმანიის ფედერაციულ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს და მემარცხენე სოციალ-დემოკრატებს ამ ეტაპზე ხმების 24,9% და 24,7% აქვთ.

ამასთან, bbc წერს რომ ნებისმიერ კანდიდატს მომავალი მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდება.

16 წლიანი მმართველობის შემდეგ კანცლერი ანგელა მერკელი თანამდებობიდან გადადგა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით ხდება. დეპუტატთა არჩევა საერთო, თავისუფალი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით ხდება.

ამავე თემაზე:

🔴 ყოფილი ჟურნალისტი, უემოციო რობოტი თუ თავგამოდებული ევროპელი - ვინ შეცვლის ანგელა მერკელს?

🔴 გერმანია მერკელის შემდეგ - 26 სექტემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება