მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა ბელარუსის ავიაკომპანიებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ფრენა აუკრძალა

სანქციები ბელარუსის ავიაკომპანიებს

ევროკავშირის სამიტზე ბელორუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირზე ფრენა აუკრძალეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ევროკავშირის სამიტზე ავიაკომპანიებს ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენისგან თავის შეკავებისგან მოუწოდეს. ამის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს ბელარუსში Ryanair-ის ავიალაინერის იძულებით დასმის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდეს. ბელარუსის ფიზიკური პირების და კომპანიების წინააღმდეგ კი სანქციების დაწესება იგეგმება.

ცნობისთვის, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, იძულების წესით მინსკის აეროპორტში დასვეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი პოლიციამ დააკავა. მას რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენეს, მათ შორის მასობრივი არეულობის მომზადება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ასევე სოციალური შუღლის გაღვივება. პროტასევიჩს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რომან პროტასევიჩმა ბრალი აღიარა, ოჯახი მის წამებაზე საუბრობს (ვიდეო)

🔅 „ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია, საჭიროა ძლიერი პასუხი“- შარლ მიშელი