მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან პროტასევიჩმა ბრალი აღიარა, ოჯახი მის წამებაზე საუბრობს (ვიდეო)

პროტასევიჩის აღიარება

ბელორუსმა ბლოგერმა და ტელეგრამ-არხის Nexta-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა რომან პროტასევიჩმა, რომელიც 23 მაისს მინსკში დააკავეს, ბრალი აღიარა. პროტასევიჩის ოჯახი აცხადებს, რომ ის ნაწამებია.

ინტერნეტში ბლოგერის აღიარებითი ჩვენება გავრცელდა. ვიდეოში პროტასევიჩი აცხადებს, რომ ის დაკავებულია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს, ხოლო სამართალდამცველები „მაქსიმალურად კორექტულად“ ექცევიან. პროტასევიჩი ასევე ამბობს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და აღიარებით ჩვენებას აძლევს „ქალაქ მინკსში მასობრივი არეულობის ორგანიზების საკითხთან დაკავშირებით.“

ცნობისთვის, 23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, იძულების წესით მინსკის აეროპორტში დასვეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი პოლიციამ დააკავა. მას რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენეს, მათ შორის მასობრივი არეულობის მომზადება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ასევე სოციალური შუღლის გაღვივება. პროტასევიჩს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ევროკავშირმა ბელარუსის ავიაკომპანიებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ფრენა აუკრძალა

🔆 „ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია, საჭიროა ძლიერი პასუხი“- შარლ მიშელი