მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია, საჭიროა ძლიერი პასუხი“- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საკუთარ Twiter-ის გვერდზე ბელარუსში ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. დღეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ განვიხილოთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტის დაწესების საკითხი. საჭიროა ძლიერი პასუხი“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

ინფორმაციისთვის, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიტვაში მიფრინავდა, 12 მაისს მოულოდნელად მინსკში დაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირადად გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით „მიგ-29“-ს ტიპის ავიაგამანადგურებელმა ავიალაინერს მინსკის აეროპორტში დასმა აიძულა.

ბელარუსის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. ბომბი იქ ვერ აღმოაჩინეს, პროტასევეიჩი კი დააკავეს და მას „ხელისუფლების წინააღმდეგ შუღლის გაღვივებაში“ ბრალი წარუდგინეს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ვინ არის რომან პროტასევიჩი? - რომელიც Ryanair-ის რეისზე დააკავეს

✅„ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

✅რომან პროტასევიჩი: მე ბელარუსში სიკვდილით დასჯა მემუქრება