მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ გააძლიერონ კოორდინაცია ავღანეთის საკითხებში - კრემლი

პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ გააძლიერონ კოორდინაცია ავღანეთის საკითხებში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ორმხრივ კოორდინაციას ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ტერორიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტები ავღანეთთან დაკავშირებით.

„ახალი მთავრობა, რომელიც შეიქმნება ავღანეთში, უნდა იყოს ყოვლისმომცველი და ავღანელი ხალხის მრავალფეროვნების წარმომადგენელი“, - განუცხადა ერდოღანმა პუტინს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ საჭირო პირობების შექმნის შემთხვევაში თურქი სამხედროები ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებენ.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

გაქცეული პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს. ავღანეთიდან 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

👉 აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს