მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულის აეროპორტთან არსებული ვითარების გამო, თავი აარიდეთ აეროპორტში გამგზავრებას - აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს

ქაბულის აეროპორტთან არსებული ვითარების გამო, თავი აარიდეთ აეროპორტში გამგზავრებას

ქაბულის აეროპორტის გარე პერიმეტრზე არსებული ვითარების გამო, აშშ ავღანეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თავი აარიდონ აეროპორტისკენ მიმავალ გზას, თუკი არ აქვთ საგანგებო მითითებები მიღებული.

აშშ-მ აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი 20-წლიანი პაუზის შემდეგ ქაბულში ჩავიდა, სხვა ლიდერებთან მოლაპარაკებებისათვის ავღანეთის ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად თალიბების ელვისებური წინსვლის შემდეგ.

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, კვირიდან დღემდე სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ასაფრენი ბილიკის აეროდრომზე და მის გარშემო.

„ქაბულის აეროპორტის კარიბჭის გარეთ უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების გამო, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, თავი აარიდონ აეროპორტში გამგზავრებას, თუ ამის შესახებ არ მიიღებთ ინდივიდუალურ მითითებებს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქაოსის გამო შვეიცარიამ ქაბულიდან ჩარტერული რეისი გადადო.

„უსაფრთხოების მდგომარეობა ქაბულის აეროპორტის გარშემო ბოლო საათებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. აეროპორტის წინ მყოფი უამრავი ხალხი და ზოგჯერ ძალადობრივი დაპირისპირება აფერხებს აეროპორტში შესვლას“, - ნათქვამია შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში.

ბარადარი შეხვდება მებრძოლ მეთაურებს, მთავრობის ყოფილ ლიდერებს და პოლიტიკის შემქმნელებს, ასევე სხვა რელიგიურ მეცნიერებს.

თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ ზუსტად არ იცის რამდენი ამერიკელი იმყოფება ავღანეთში, თუმცა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ეს ათასობითა.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

გაქცეული პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს. ავღანეთიდან 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

👉 „სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად სჯობდა ქვეყნიდან წასვლა“

👉 ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში აქცია იმართება - თალიბანმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა (ვიდეო)

👉 ავღანეთში ქალების როლს ულემის საბჭო გადაწყვეტს