მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის რომან პროტასევიჩი? - რომელიც Ryanair-ის რეისზე დააკავეს

ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი

26 წლის ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი პოლონეთში არსებულ ონლაინ საინფორმაციო სამსახურში NEXTA-ში მუშაობდა.

გამოცემა news.sky-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ჟურნალისტი გასულ წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი აქციების ორგანიზატორი იყო. სოციალურ ქსელებში სწორედ პროტასევიჩის მიერ ხდებოდა მოქალაქეების შეკრება და შემდგომ ბელარუსის სხვადასხვა დიდ ქალაქებში აქციების გამართვა.

გამოცემა წერს, რომ პროტასევიჩი აქტიურად იყენებდა ტელეგრამს.

პროტასევიჩს ბელარუსში ექსტრემიზმის, მათ შორის მასობრივი არეულობების ორგანიზება და სოციალური სიძულვილის გაღვივება ედება ბრალად, რაც გასული წლის ბოლოს ჩატარებულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ჟურნალისტი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლიტვის საინფორმაციო სააგენტომ Delfi-მ ჟურნალისტის ბორტზე მყოფ მგზავრზე დაყრდნობით პროტასევიჩის განცხადება გაავრცელა.

„ბელარუსში სიკვდილით დამსჯიან“ - განაცხადა პროტასევიჩმა.

ინფორმაციისთვის, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიტვაში მიფრინავდა, 12 მაისს მოულოდნელად მინსკში დაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირადად გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით „მიგ-29“-ს ტიპის ავიაგამანადგურებელმა ავიალაინერს მინსკის აეროპორტში დასმა აიძულა.

ბელარუსის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. ბომბი იქ ვერ აღმოაჩინეს, პროტასევეიჩი კი დააკავეს და მას „ხელისუფლების წინააღმდეგ შუღლის გაღვივებაში“ ბრალი წარუდგინეს.

ამავე თემაზე:

✔️ ევროკავშირი ბელარუსს საჰაერო მეკობრეობაში ადანაშაულებს

✔️ რომან პროტასევიჩი: მე ბელარუსში სიკვდილით დასჯა მემუქრება

✔️ „ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი