მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის მშობლები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ ბელარუსის წინააღმდეგ მეტი სანქციები დააწესონ

ბელარუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დედა

26 წლის ბელარუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის მშობლები საერთაშორისო საზოგადოებასა და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, რათა „პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბოროტება შეაჩერონ“.

პრესკონფერენციაზე ნატალია და დიმიტრი პროტასევიჩებმა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს და მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

ჟურნალისტის მშობლები აცხადებენ, რომ მათ შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან, მათივე განცხადებით, ჟურნალისტს ცხვირი აქვს გატეხილი და ამის დასაფარად მაკიაჟი გამოიყენეს.

პროტასევიჩის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათ შვილს ბელარუსის ხელისუფლება აწამებს.

„გთხოვთ გადამირჩინოთ შვილი და გადავარჩინოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც აწამებენ.

პროტასევიჩის მამა მიიჩნევს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი სანქციების დაწესება ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ.

„ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვამ შეიძლება ხელი შეუშალოს მსგავსი სიტუაციების განვითარებას“, - აცხადებს დიმიტრი პროტასევიჩი.

ინფორმაციისთვის, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიტვაში მიფრინავდა, 12 მაისს მოულოდნელად მინსკში დაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირადად გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით „მიგ-29“-ს ტიპის ავიაგამანადგურებელმა ავიალაინერს მინსკის აეროპორტში დასმა აიძულა.

ბელარუსის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. ბომბი იქ ვერ აღმოაჩინეს, პროტასევეიჩი კი დააკავეს და მას „ხელისუფლების წინააღმდეგ შუღლის გაღვივებაში“ ბრალი წარუდგინეს.

ამავე თემაზე:

✔️ ვინ არის რომან პროტასევიჩი? - რომელიც Ryanair-ის რეისზე დააკავეს

✔️ რომან პროტასევიჩი: მე ბელარუსში სიკვდილით დასჯა მემუქრება

✔️ „ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

✔️ ევროკავშირი ბელარუსს საჰაერო მეკობრეობაში ადანაშაულებს