მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისტორიაში პირველად ტუნისის პრემიერ-მინისტრი ქალი იქნება

ახალი პრემიერი ტუნისში

ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაჯლა ბოდენ რომდანი დანიშნა. პირველად ისტორიაში ტუნისის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

პრეზიდენტმა პრემიერს მთავრობის დაკომპლექტება „რაც შეიძლება სწრაფად“ დაავალა.

პრეზიდენტის თქმით, ახალი მთავრობის მიზანია კორუფციისა და ქაოსის დასრულება, რაც ბევრ სახელმწიფო უწყებაში გავრცელდა. პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე ქალის დანიშვნას „ტუნისელი ქალებისთვის დიდი პატივი“ უწოდა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე რომდანი ტუნისში უმაღლესი განათლების რეფორმირების პროექტს ხელმძღვანელობდა, ასევე განათლების სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 გერმანიის პრეზიდენტი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს

🔴 ეკვადორის ციხეში ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა