მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„15 მაისამდე კრიზისი ვერ გასტანს და აუცილებლად მოხდება შეთანხმება“ - გიორგი ვაშაძე

ვაშაძეს კომენტარი ელჩთან შეხვედრის შემდეგ

„15 მაისამდე ეს კრიზისი ვერ გასტანს და აუცილებლად მოხდება შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს აკეთებს ღარიბაშვილი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება აუცილებლად განახლდება და შეთანხმების დოკუმენტში აუცილებლად შევა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზის საკითხები.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და გეტყვით ერთ რამეს. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თითქოს მათ აღარ აინტერესებთ მოლაპარაკება, თუმცა ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ დაინტერესული არიან რამენაირად მოხდეს შეთანხმება.

მოდერატორმა რატომ არ დაარქვა დოკუმენტს საბოლოო? იმიტომ, რომ არც ისინი თვლიან, რომ ეს არის სამართლიანი შინაარსი, რომელიც იყო დოკუმენტში. ის ეწინააღმდეგება შარლ მიშელის მიერ შედგენილ დოკუმენტს.

ჩემი პროგნოზით, ორივე პოლიტპატიმარი გათავისუფლდება და ამ დოკუმენტში აუცილებლად გაჩნდება ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, თუ საბოლოო დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების შესახებ ჩანაწერი არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მას ხელს არ მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

15 მაისს ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რა ეწერა დანიელსონის შეთავაზებაში? - სრული ტექსტი

⭕ გიგი უგულავა: „გირჩი“ ქლიავების პარტიაა და ელისაშვილი კობახიძეზე უარესი ქოცი

⭕ „ვინც ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს, იმას ეზიზღება ეს ქვეყანა“ - ალეკო ელისაშვილი