მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს, იმას ეზიზღება ეს ქვეყანა“ - ალეკო ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდეირ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ვინც ხელს არ აწერს ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, იმას საქართველო ეზიზღება.

„უსინდისო ვიყო, ეჭვი მიჩნდება, რომ ვიღაც პირდაპირ რუსეთის დავალებას ასრულებს, რომ ჩაიშალოს შეთანხმებები.

შემიძლია შვილები დავიფიცო ამის გამო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, 100%-ით ხელს აწერდა ჩვენი პარტია, დაახლოებით 95%-ით მზად იყო, რომ ხელი მოეწერა „ქართულ ოცნებას“, დიდი ნაწილი ოპოზიციის 100%-ით არ აწერდა ხელს, ამან ჩაშალა ეს ყველაფერი.

ჩაშალეს მაგალითად იმიტომ, რომ არ აწყობდათ დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების არარსებობა.

რაც შეეხება რურუას და მელიას, იქ ითქვა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანიზაცია გადაიხდიდა ნიკა მელიას გირაოს, ხოლო შემდეგ, 20 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდებულზე მოხდებოდა ამნისტია.

უფსკრულში ვიჩეხებით. ამ შეთანხმების ჩაშლა არის უპასუხისმგებლობა.

შეხვედრის დროს, თალაკვაძემ თქვა, რურუა რომ დაუყოვნებლივ გამოვიდეს რამე მექანიზმითო და ვახო მეგრელიშვილის გარდა, ყველამ თქვა, რომ ხელს მაინც არ მოვაწერთო.

„მოქალაქეები“ მზად ვართ, საჯაროდ მოვაწეროთ ამ დოკუმენტს ხელი.

ვინც ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს, იმას ეზიზღება ეს ქვეყანა,“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 „იმაზე საუბრის მაგივრად, თუ რატომ ვერ შევთანხმდით, იმუქრებიან, რომ სანქციებს დაგვიწესებენ“ - ვოლსკი ევროპარლამენტარებზე

🔻 ალეკო ელისაშვილი: გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო

🔻 „საქართველოში იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება არ გვსურს“ - ხატია დეკანოიძე

🔻 „საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ბიზნეს ურთიერთობის დაბრუნებას“- კარლ ბილდტი

🔻 კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების წერილზე: არის რამდენიმე ძალიან ნათელი გზავნილი

🔻 „ერთადერთი, სადაც მოსწონთ „ქართული ოცნების“ განცხადებები ეს არის კრემლი“- ბადრი ჯაფარიძე

🔻 „კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ძველებურად გაგრძელდება“ - ევროპარლამენტარების განცხადება

🔻 „ბოღმით არის დაბრმავებული ქართული პოლიტიკური კლასი და საშიშია ქვეყნისთვის დაბოღმილი პოლიტიკოსი“ - იაგო ხვიჩია

🔻 საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, რაღაცები ვიცით, ჩვენს გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი - ვახტანგ მეგრელიშვილი გიორგი რურუაზე

🔻 „დასავლელმა მეგობრებმა უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არის მათი პასუხისმგებლობა“- ზურაბ ჯაფარიძე